суббота, 13 декабря 2008 г.

ტიტების მანია

ტიტას სამშობლო ირანია .იგი ჯერ კიდევ 3000 წლის წინათ ამშვენებდა სპარსულ ბაღებს---პარაზიდებს.
მაგრამ რატომ იყო ,რომ უკანასკნელ დრომდე ტიტას მოშენების ერთად-ერთ და უველაზე საუკეთესო ადგილად ჰოლანდია ითვლებოდა?
რატომაა რომ ძველთაგანვე ტიტათი ჰოლანდიამ იყო სახელგანთქმული და ხომალდებს, ხოლო შემდგომში გემებს,ყოველწლიურად მიმოჰქონდათ ყველა ქვეყანაში ჰოლანდიური ტიტას ბოლქვები?
წარმოიდგინეთ ჰოლანდია X٧ІІ საუკუნეში.იმ დროს ჰოლანდიელები ბევრს მოგზაურ-
ობდნენ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და დაუპყრობელი მიწების საძებნელად. მათ მიაღწიეს ინდოეთს,იავას,ბორნეოს,სუმატრას,სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას.ჰოლანდიელები ეძებდნენ განძს და არა მარტო ოქროს,_____მათ აინტერესებდათ ყველაფერი,რისი გაყიდბაც შეი-
ძლებოლ\და ევროპაში,რომ სიმდიდრე შეეძინათ.მათ დაიმონეს მალაელები და ინდონეზიელები,დაიპყრეს უმდიდრესი მცენარეულობით დაფარული კუნძულები_____იავა, ბორნეო და სხვა. ჰოლანდიელი ვაჭრები დიდ ფულს აკეთებდნენ მალაიდან და სხვა კუნძულენიდან მოტანილი სანელებლების გაყიდვით,როგორც იყო მაგალითად,ბაჰარი,მიხაკი,დარიჩინი,ამასთანავე აღსანიშნავია ისიც რომ ამ მცენარეებს ისინს ბტაცებლურად ანადგურებდნენ.
მოგების წყურვილი მეფობს თანამედროვე ჰოლანდიაშიც.
X٧ІІ საუკუნეში ჰოლანდიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ბევრი საუცხოო და განსაკუთრებითბევრი საინტერესო მცენარე იყო.ისინი ჰოლანდიელებს პირველებს შემოჰქონდათ ევროპაში.
მაგრაგ ტიტა დიდხანს იყო ჰოლანდიელებისათვის უცნობი,რადგან ეს მცენარე იზრდებოდა სპარსეთსა და თურქეთში სადაც მას ტიურბანებს (თავის სამკაულებს) უწოდებდნენ
ჰოლანდიელები ამ ქვეყანაში არ დადიოდნენ.
ტიტას კულტურამ მიიღო დიდი განვითარება X٧І საუკუნეში ჰოლანდიასა და საფრანგეთ ში. ჰოლანდიაში TULIPA GESNERIANA-ს პირველი ეგზემპლარი გაჩნდა 1575 წელს და ტიტამ გამოიწვია უგონო გატაცება, რაც ცნობილია ტიტების მანიის სახელით.
ნიდერლანდებში ტიტა პირველად 1634 წელს ჩამოიტანეს თურქეთიდან.ჰოლანდიელები გააოცა ტიტას სილამაზემ.დაიწყეს მისი მოშენება.
ჰოლანდიელების გატაცებას ტიტათი ხსნიან მათი დიდი სიყვარულით ლამაზი ყვავილებისადმი,მაგრამ ჰოლანდიელებს ამოძრავებდათ არა ტიტას სიყვარული,არამედ მოგების სურვილი.როგორც კი მიიღებოდა ახლი მცენარე,შესაძლებელი იყო მისი გაყიდვა მეტად ძვირად სხვა ქვეყნებში,სადაც მას კოლექციონერები ყიდულობდნენ.
ტიტას მოშენებას ხელი მიჰყვეს არა მარტო მებაღეებმა ,არამედ ჰოლანდიის თითქმის ყველა მცხოვრებმა.ზოგიერთი ამას ჩადიოდა ახალი ჯიშის მიღებისათვის,უმეტესობა კიგატაცებული იყო გამდიდრების სურვილით.იყო შენთხვევები,რომ იყიდებოდა ხელწერილები
ჯერ კიდევ გამოუყვანელი არნახული ახალი ჯიშის მისაღებად .ასეთ ხელწერილებს ყიდულობდნენ და ყიდდნენ ერთმანეთში.ხელიდან ხელში გადადიოდა თითქმის ათი მილიონი „სატიტე“ხელწერილი.ლამაზი და ორიგინალური ყვავილის მქონე ახალ ჯიშში უხდიდნენ მეტად დიდ თანხას,ხოლო როცა ფული არ ჰქონდათ ,უსწორდებოდნენ ნივთებით , პროდუქტებით, სახლებით.
ჩვენანდე მოღწეულია ზოგიერთი ასეთი ცნობა:ჯიშ „სენპლერ ავგუსტის“ბოლქვში მყიდველმა 13000 ჰულდენი გადაიხადა; „ვიცე კაროლის“ჯიშში გადახდილ იქნა ოცდაოთხი ჩარექი ხორბალი, ორმოცდარვა ჩარექი ჭვავი,ოთხი მსუქანი ხარი,რვა ღორი ,ღორმეტი ცხვარი,ორი კასრი ღვინო,ოთხი კასრი ლუდი და ირთი ვერცხლის თასი. ძოგიერთ ჯიშის ბოლქვში აძლევდნენ კარეტას თავისი ორი ცხენით.
ამ ყვავილის იშვიათ ბოლქვებში იხდიდნენ 2000-დან 4000 ფლორინამდე.;არსებობს თქმულება ერთ-ერთ ეგზემპლარზე ,რომელზეც მყიდველმა მისცა მთე44ლი ლუდის ბარი-30 000
ფლორინად. ფასები იქმნებოდა ჰარლემის ბირჟაზე,სადაც ტიტას გაყიდვა გახდა სპეკულაციის საგანი. X٧ІІ საუკუნის დასაწყისში სამი წლის განმავლობაში საქმის დადება ტიტაზე უფრო საიმედო იყო,ვიდრე 10 მილიონ ფლორინზე. ბევრმა მწარმოებელმა მიატოვა საქკუთარი წარმოება
და დაიწყო ტიტას მოშენება .
ამსტერდამში გორას ქუჩაზე დიდხანს იყო ქვის დაფა,რომელზეც ამოკვეთილი იყო რომ ამ ადგილზე მდგარი ქვის ორი სახლი 1634 წელს ნაყიდი იყო ტიტას სამი ბოლქვით.
ტიტათი უგონო სპეკულაციითგატაცების შედეგად,ჰოლანდიელ ვაჭართა უმეტესობა გაკოტრდა და საერთოდ ვაჭრობაც შეჩერდა .სახელმწიფო იძულებული გახდა რაიმე ზომები მიეღო ამ მანიის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია სპეციალური კანონის გამოცემა,რომელიც კრძალავდა ტიტას“ საბირჯე თამაშს“.მაგრამ ნიუხედავად ამისა,ჰოლანდიელებს მაინც არ შეუწყვეტიათ ტიტას მოშენება.ისინი იჩენდნენ დიდ ინტერესს ამ მცენარისადმი და ახალ ახალი ჯიშებიც გამოჰყავდათ.
საბოლოოდ ინგლისური ბაღებისა და სხვადასხვა ახალი ყვავილების გავრცელების შემდეგ როგორც იქნა შეწყდა ეს მანია.